Monday, January 21, 2013

პასტელური შემოდგომა ლოპოტაზე...
დაჯავშნეთ 4 ღამე რომანტიული დასვენების პაკეტი 35% იანი ფასდაკლებით
591 14 94 94; 591 700 777

დასასვენებელი კომპლექსი და სასტუმრო "ლოპოტა" - ეს ადგილი მათთვისაა ვისაც სურს საუკეთესოდ და კომფორტულად დაისვენოს. ცნება "საუკეთესო" ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მხოლოდ ფასსა და ხარისხს.
აქ ყველაფერია ნამდვილი დასვენებისთვის!
გართობა:
- თევზაობა
- ველოსიპედები
- წყლის ველოსიპედები
- ტენისი
- მინი გოლფი
- საცურაო აუზი
- ბილიარდი
- მაგიდის ფეხბურთი
- საჯირითო მოედანი
ახალი სასტუმრო ძველ ნაპირზე
ახალი სასტურმო ძველ ნაპირზე აშენდა 2011 წელს და იგი შედგება სულ 8 ნომრისაგან. სასტუმროდან იშლება ლამაზი ხედი ტბაზე და კოშკზე.
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ორ პერსონაზე: 295 GEL
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ერთ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ორ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ერთ პერსონაზე: 245 GEL
ახალი სასტუმრო
ახალი სასტურმო აშენდა 2012 წელს და იგი შედგება სულ 17 ნომრისაგან. სასტუმროდან იშლება ლამაზი ხედი ტბაზე და ძველ ნაპირზე, აგრეთვე სასტუმრო ძალიან ახლოს არის საცურაო აუზებთან.
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ორ პერსონაზე 295 GEL
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ერთ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ორ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ერთ პერსონაზე: 245 GEL

ძველი სასტუმრო
ძველი სასტუმრო აშენდა 2008 წელს და იგი შედგება სულ 7 ნომრისაგან. სასტუმროდან იშლება ლამაზი ხედი ტბაზე და კოშკზე.
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ორ პერსონაზე: 245 GEL
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ერთ პერსონაზე: 210 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ორ პერსონაზე: 210 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ერთ პერსონაზე: 200 GEL
 

23 April 2012

კურორტები და ტურიზმი

   საქართველოს კურორტებმა და ტურისტულმა ბაზებმა დიდი ხანია ფართო აღიარება მოიპოვეს. ჩვენი ზღაპრული ბუნება, სახელგანთქმული კავკასიონის მთებისა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელი პანორამა, ამასთანავე მრავალნაირი სამკურნალო ფაქტორები არის მიზეზი საქართველოს ზღვისპირა და მთის კურორტებზე მკურნალობისა და დასვენების მსურველთა სწრაფი ზრდა.
    საქართველოს სუბტროპიკული ზონის საზღვარზე განლაგება ჩრდილოეთიდან კავკასიის ქედებით, ხოლო სამხრეთიდან სამხრეთ მთიანეთის გარემოცვა, შავი ზღვა, რელიეფი და სხვადასხვაგვარი მცენარეული სიმდიდრე გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში გვხვდება ყველა ტიპის ჰავა, რაც საფუძვლად დაედო ზღვისპირეთისა და მთის კლიმატური კურორტების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
    საქართველოში წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი ისვენებდა, რასაც 500-ზე მეტი საკურორტო-ტურისტული დაწესებულება ემსაურებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სანატორიუმებში, პანსიონატებში, დასასვენებელ სახლებში, ტურისტულ ბანაკებსა და სხვა რეკრეაციული (დასვენება) მნიშვნელობის დაწესებულებებში ერთდროულად 120 ათასზე მეტ კაცს შეეძლო დაესვენა. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრია ხელახლა ვითარდება, ასე რომ, ტურიზმი (განსაკუთრებით ეგზოტიკური და სამთო ტურიზმი) კვლავ გადაიქცა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.
    ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო მნიშვნელობის კურორტები არის როგორც ბარში, ისე მთაში. საქართველოში ცნობილია 100-ზე მეტი კურორტი, რომელთაგან ზოგიერთი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, როგორიცაა: ბაკურიანი, ბორჯომი, ქობულეთი, ბიჭვინთა, ახალი ათონი, მწვანე კონცხი, მახინჯაური და ა.შ. აღსანიშნავია ჩვენი კურორტების მაღალი ესთეტიკური გარემო და კომფორტული კლიმატი.
    საქართველოში განსაკუთრებით ბევრია ბალნეოლოგიური კურორტი, მაგალითად წყალტუბო, აბასთუმანი, ნაბღლავი, უწერა, მენჯი, სქური, საირმე და ა.შ. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენში მოედინება ყველა ტიპის წყალი. მათი რიცხვი ორი ათასს აღემატება.


საქართველოში ზამთრის კურორტებზე დამსვენებელ ტურისტთა რაოდენობამ იმატა სიახლეები, საზოგადოება

23-03-2010, 18:56
ლალი ჩხაიძე
საქართველოში ზამთრის კურორტებზე დამსვენებელ ტურისტთა რაოდენობამ იმატატურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, ტურიზმის სტატისტიკის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები არიან: ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტი, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შსს საზღვრის დაცვის პოლიცია და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. კომისიის ძირითადი ამოცანა არის ტურიზმის სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესება და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების დანერგვა. ამ მიზნის განსახორციელებლად კომისია თავისი წევრებისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დასახავს ტურიზმის სატელიტური ანგარიშების დანერგვისთვის აუცილებელ კვლევებს. ტურიზმის სატელიტური ანგარიშები შეიცავენ განსაზღვრებებს, კლასიფიკაციებს, ანგარიშებსა და ცხრილებს ტურიზმის ძირითადი დარგების წარმოების, ტურისტული დანახარჯების, ინვესტიციების, შემოსავლებისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების საერთო, კომპლექსური ანალიზისთვის.

ტურიზმის სატელიტური ანგარიშების დასანერგად აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება ისეთი კვლევებიდან, როგორიც არის საერთაშორისო მოგზაურების კვლევა სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებში.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით, 2009 წლის პირველ კვარტალში კომპანია „აი–პი–არ“–მა ზამთრის ტურიზმის კვლევა ჩაატარა. კვლევა 2010 წლის 22 თებერვლამდე მიმდინარეობდა. კვლევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთო–სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იმ უცხოელ ტურისტებთან ჩატარდა, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ. კვლევაში 820–მა უცხოელმა ტურისტმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტურისტთა 20%–ს თურქი, 16%–ს უკრაინელი, 12–12%–ს სომეხი და აზერბაიჯანელი, 8%–ს გერმანელი, ასევე ჩინელი, 4%–ს ლიტველი, ასევე ყაზახი და უნგრელი ტურისტები შეადგენენ.

მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, სჭარბობენ გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები.

ტურისტების საქართველოში მოგზაურობის მიზანი არის : საქმიანი და პროფესიული შეხვედრები (30%), მეგობრებისა და ნათესავების მონახულება(25%), დასვენება და რეკრეაცია (23%).

ბიზნესვიზიტორთა უმეტესობა თურქი, აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები არიან.

ტურისტთა უმრავლესობა მამაკაცია, მათი საშუალო ასაკი 35–40 წელია. ტურისტთა 47% ნათესავის ან მეგობრის სახლში რჩება, 45% – სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში. ტურისტების საქართველოში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 10 ღამეს შეადგენს. მათი 66,8% ქვეყანაში მეგობრის რჩევით ჩამოდის, 7% ტურის ორგანიზებისთვის ინტერნეტს, ხოლო 1,5% – მედიასაშუალებებს იყენებს. ავიარეისებით 23,8% სარგებლობს. ტურისტები საქართველოში, ძირითადად, თურქეთისა და საქართველოს ავიახაზებით ჩამოდიან. უცხოელი მოგზაური საქართველოში საშუალოდ 1500 აშშ დოლარს ხარჯავს, ყოველდღე საშუალოდ 337 აშშ დოლარს. საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების მგზავრობის ხარჯი 2 347 აშშ დოლარს შეადგენს, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით ჩამოსულების კი 1 038 შშ დოლარს.
ზამთრის სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილებია: ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. თბილისს მათი აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. საქართველოს უნიკალურ უპირატესობად ტურისტთა 30%–ს ადამიანური ურთიერთობები, ხალხი და კულტურა მიაჩნია, 23,2%–ს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები, ხოლო 14%–ს – ქართული სამზარეულო.

კითხვაზე, რა პრობლემები შეექმნათ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას, მათმა 76,8%–მა უპასუხა, რომ პრობლემები არ შექმნიათ. 7,5% პრობლემად გადატვირთულ მოძრაობას მიიჩნევს, 4% – კომუნიკაციას, ხოლო 1,3% – მომსახურების დაბალ დონეს.

„გუდაურსა და ბაკურიანში კერძო სექტორთან შეხვედრასა და ამ კვლევის შედეგების გაცნობას ვგეგმავთ. კომუნიკაციის პრობლემა, ძირითადად, ამ კურორტებზე იქმნება. ვაპირებთ მათთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების შეთავაზებას. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბათუმი თანდათან არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ზამთრის კურორტიც ხდება. თურქი ვიზიტორების დიდი ნაწილი ბათუმში საქმიანი შეხვედრების გამო ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ თბილისს ტურისტთა 47,5% სტუმრობს, მეორე ადგილზე არის ქუთაისი (17,2%). წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ბაკურიანსა და გუდაურში.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2010 წლის განმავლობაში, წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩაატარებს საქართველოში ამ სექტორში არსებული ტენდენციებისა და ქვეყანაში მოგზაური უცხოელი ტურისტების აზრის კვლევას. ასეთი ტიპის კვლევის ჩატარებას იმიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ინვესტორები სტატისტიკით ინტერესდებიან“, – განაცხადა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ჯაყელმა.
 
ბათუმი დღეს


გავაცნოთ ბავშვებს  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

''აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი'' - ახალი კონკურსი კახეთის რაიონის მცხოვრებლებისათვის

თარიღი: 23 აგვისტო 2012
ShareThis
სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ივა დავითაია „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ცენტრების თანამშრომლებს შეხვდა. ი. დავითაიამ კახეთის რეგიონის 8 რაიონის 73 სოფლის კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლებს ახალი კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სტრატეგიული განვითარების სააგენტო „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან" ერთად აცხადებს.
კონკურსი - „აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი და დაეხმარე შენს სოფელს მეტი შემოსავლის მიღებაში"  მიზნად ისახავს ახალი  ტურისტული მარშრუტების შექმნას, სოფლის გარემოს შესწავლასა და მათი ტურისტული პოტენციალის გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში კახეთის რეგიონში ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები დაზუსტდება, განისაზღვრება ის წერტილები - ისტორიული ძეგლები, ბაზრობა, სუვენირების მაღაზიები, კვების ობიექტები, ხედები, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველია დამთვალიერებლებისათვის, შეირჩევა ასევე ტურისტულ ბიზნესში ჩართვის მსურველი ოჯახები.
მარშრუტი შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ტურისტულ ქალაქს ან სოფელს. პროექტში მონაწილე ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი წინადადებები, აღწერონ მათ მიერ შერჩეული  ტურისტული მარშრუტი, დაგეგმონ ექსკურსია, მანძილისა და მისი დათვალიერებისათვის საჭირო დროის გათვალიწინებით, დაიანგარიშონ ერთი ტურისტისათვის ექსკურსიის ღირებულება, განსაზღვრონ, დამატებით, რითი შეიძლება დაინტერსდნენ დამთვალიერებლები, ხომ არ არსებობს რაიმე ლეგენდა ამ გადმოცემა ამ ადგილის შესახებ, რა ადგილები იქნება გამოყოფილი პიკნიკასთვის, რათა სტუმარმა  დააგემოვნოს ქარული ღვინო და კერძები, მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ ქართულ ეთნოგრაფიულ-სამეურნეო საქმიანობაში, საკუთარი ხელით ამოავლოს ჩურჩხელა,  გაეცნოს  ქვევრთან და ღვინოსთან დაკავშირებული სხვა ნაკეთობების  დამზადების ტექნოლოგიას, დაესწროს ადგილობრივ სახალხო დღესასწაულებს. 
საკონკურსო წინადადებები მსურველებმა 10 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტის გაგაზვნა შესაძლებელია  ქ. თელავის, სიღნაღისა და ყვარლის ტურიზმის ინფო-ცენტრებში ან „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ოფისების თანამშრომლებთან.  გამარჯვებულები სამ ნომინაციაში შეირჩევა:
  •  საუკეთესოდ დაგეგმილი მარშრუტი
  • ორიგინალური მიდგომა ან იდეა
  •  მარშრუტის საინტერესო შინაარსი და ფოტომასალა
საპრიზო ფონდი  3000 ლარს შეადგენს. კონკურსი „აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი და დაეხმარე შენს სოფელს მეტი შემოსავლის მიღებაში"  კახეთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზეა ორიენტირებული და მათ საშუალებას აძლევს,  წარმოაჩინონ საკუთარი სოფლის უპირატესობა და რესურსი  ტურიზმის სფეროში. ტურიზმის განვითარება კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დასაქმებისა და ტურისტულ ბიზნესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

Wednesday, January 16, 2013


ქართული კულტურის ტრადიციული ღირებულებები

„ორი ან მეტ კულტურასთან ზედაპირული შეხებაც კი გვარწმუნებს, რომ მათ შორის განსხვავებები ურიცხვია. ჩვენ და ისინი გზის სხვადასხვა მხარეზე ვმგზავრობთ, ისინი სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ჩვენი აზრები განსხვავდებიან იმის შესახებ თუ რომელი ქცევაა გიჟური და რომელი ნორმალური, ჩვენ განსხვავებულად გვესმის სიკეთის ცნება. მნიშვნელოვნად ძნელია ყველა კულტურებისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნების – კულტურული უნივერსალიების – განსაზღვრა.“-როდესაც ეს აბზაცი წავიკითხე,მივხვდი,რომ ჩემი თემა სწორედ ამ სიტყვებით უნდა დამეწყო. მართლაც,რამდენად განსხვავებულია ყველა ქვეყანა თავისი კულტურული ღირებულებებით.გვერდიგვერდ თანაარსებობენ ჩემთვის კულტურის ეტალონად აღიარებული ჩინური და არც თუ ისე დიდი კულტურული ღირებლებების მატარებელი რუსული(ძირითადად, არქიტექტურული კუთხით) კულტურა.მაგრამ რაღა შორს წავიდეთ,თვით ქართულ კულტურაშიც კუთხეების მიხედვით განსხვავებები საკმაოდ დიდი და თვალშისაცემია. მე,დედით მეგრელსა და მამით იმერელს,უამრავი განსხვავება მიპოვია მეგრელებსა და იმერლებს შორის.ორივე კუთხის წარმომადგენლები ქართველები არიან,მაგრამ განხვავებული მენტალობა,განსხვავებული ღირებულებები და განხვავებული მისწრაფებები აქვთ. ჩემი გადმოსახედიდან,მეგრელების მისწრაფება თანამდებობის დაკავებაა და ახერხებენ კიდეც,დღეს თუ საქართველოს მთავრობას გადავხედავთ,ბევრ მეგრულ გვარს წავაწყდებით.იმერლები კი შედარებით ფუქსავატი ცხოვრების მოყვარული ხალხია,ასევე ჩემი დაკვირვებით,მათი დევიზია „არ შემაწუხო-არ შეგაწუხებ“ ან „შენ შენთვის-მე ჩემთვის“ ,მაგრამ ჩემი თაობის წარმომადგენლებში უკვე შესამჩნევია სურვილი გახდნენ წარმატებული ადამიანები. იმერლები მაინცდამაინც არ სწყალობენ მეგრელებს და ამის მიზეზი არის იმერლების ცბიერი ხასიათი.მას შეუძლია სიცილში ბევრი რამ დაგტყუოს და ძირიც გამოგითხაროს,როდესაც მეგრელი რაც არ მოსწონს პირდაპირ გეტყვის და ხშირად ასეთი საქციელით იმერელს საქმესაც უფუჭებს ხოლმე.მოკლედ,იმერელს არ მოსწონს მეგრელის პირდაპირობა და ბრალს სდებს სიფიცხეში და ხშირად მატყუარას სტატუსსაც მიაწერს ხოლმე,მაგრამ მეგრული ხასიათი კარგად ჩანს მეგრულ სიმღერებში,რომელც ძალიან თბილი,თკბილი,ჟღერადი და მელოდიურია,რაზეც იმერელი ყოველთვის ამბობს-მეგრელმა მარტო უნდა იმღეროსო.ანუ დაპირისპირება იქამდე არ მიდის,რომ ერთმანეთის კულტურული ღირებულებები უარყონ. მეგრული გლოვაც კი სიმღერას ჰგავს (იმერელი მასწავლებლები,როცა გოგონას გაშლილი აქვს თმა,ამბობენ „რავა მეგრელის მომკივანი ქალივით გაქ გაშლილი ეგ თმა,ჩქარა ქენი შეიკარი“) რომლის მოსმენაზეც შენდა უნებურად მოგადგება ცრემლები.
თუ ამ ორ კუთხეს სტუმართმოყვარეობის კუთხით განვიხილავთ ძნელი სათქმელია რომელი-რომელს გადასძლევს,მაგრამ მახსოვს „დროების“ მიერ მომზადებული სიუჟიეტი,რომელშიც ცდილობდნენ გაერკვიათ საქართველოს კუთხეებიდან რომლი იყო ყველზე სტუმართმოყვარე და აქ იმერეთმა პირველი ადგილი არავის დაუთმო. იმერეთში ხომ თავის გასაჭირს არავინ განახებს,აქ რარიბიც კი მდიდრად მოგაჩვენებს თავს და თუ მიპატიჟებაზე უარი უთხარი „სულ ამოგხდიან“ და მაინც დაგითანხმებენ მჭადით,ყველით,მწვანილით,ლობიოსა და ღვინით(თუ არ აქვთ,მეზობელთან გადაირბენენ და ესესხებიან-ჩასესხების გარანტიით) დამშვენებულ სუფრაზე.თუ ოჯახი შეძლებულია არც ქათმის დაკლვასა და ხაჭაპურს არ დაგამადლიან.
ძალიან გამიგრძელდა იმერეთისა და სამეგრელოს შედარებითი დახასიათება,ამიტომ ისევ სათაურს დავუბრუნდები და ზოგადად, ქართულ კულტურაზე მოგახსენებთ.
მე არ ვუყურებ ჩემს კულტურას აღმატებული პოზიციიდან,მაგრამ მიმაჩნია,რომ სხვა თუ არაფრით,უდიდესი კულტურული ღირებულებებით მაინც გვიკავია მოწინავე ადგილი მსოფლიოში.
მისალმების ფორმა- მემგონი,ერთადერთი ერი ვართ,რომლებიც შეხვედრისას ერთმანეთს გამარჯვებას ვისურვებს.ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე,რომ არ ვართ ბოღმა და შურიანი ერი და გვსურს ჩვენ ირგვლივ ყველა გამარჯვებული და გახარებული იყოს.

სტუმართმოყვარეობა-მუდმივად ასე იყო და დღესაც ასეა რომ ქართველების სტუმართმოყვარეობას ყველა აღტაცებაში მოქყავდა.“დღეს სტუმარია ეგ ჩემი,თუნც ზღვა ემართოს სისხლისა“-ეს სიტყვები არის ერთ-ერთ პოემაში,რომელიც ნათლად ადასტურებს,რომ „სტუმარი ღვთისაა“ და მასზე პატივისცემა გვმართებს.ქართულში გვაქვს ძველთანაგვე დამკიდრებული სიტყვა “სა-უცხოო”, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებულს , ანუ ყველაფერი კარგი სტუმრითვის გვინდოდა და ეს ტენდენცია უნდა ამოიძირკვოს. ჯერ თავი ად თავოო ..
რელიგია-ქართველთათვის რელიგიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.მუდამ უწევდა მისი დაცვა,რაც ამტკიცებდა რწმენისადმი დამოკიდებულებას.ერთ-ერთი მიზეზი რომ ჩვენ დღეს აქამდე მოვაღწიეთ,ჩვენი რელიგიის დამსახურებაა.
ადამიანური მოტივები-დიდად ვერ ვერკვევი მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში,მაგრამ ქართული ზღაპრები რომ თბილი,კეთილი და წმინდა ურთიერთობებზეა აგებული,რომელიც ადამიანს ადამიანობასა და სიკეთეს ასწავლის ცხადზე უცხადესია.
ქართული ცეკვები-არ შემიძლია არ გავიხსენო „ქართული გენია როკვით განფენილი“,რომლითაც ქართული ნაციონალური ბალეტი დღესაც ატკბობს საქართველოსა და მსოფლიოს. თუ ადამიანს სურს შეიცნოს ქართველები და ქართული ბუნება მას უნდა აჩვენო ქართული ცეკვები,რომლებიც ძალიან მრავალფეროვანია კუთხეების მიხედვით

ქართული მუსიკა- ქართული მრავალხმიანობა და ჟღერადი მუსიკა,ფოლკლორი,რომელიც ცრელმს ადენს არა მხოლოდ ქართველებს,ყველას ვინც კი მოისმენს და ცნობილი „ჩაკრულო“,რომლითაც ახლა ალბათ,კოსმოსში ტკბებიან.

ქართულ კულტურის ყველაზე დიდი ღირებულება კი მაინც „ვეფხისტყაოსანია“ ,

რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ არ კარგავს თავის ფასეულობას.ეს არის ალბათ,უნივერსალური წიგნი,რომელიც ერგება ნებისმიერ საუკუნეს და ყოველი ახალი თაობა მასში თავისთვის მნიშვნელოვანს,ფუნდამენტურს პოულობს და შეუძლია მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს.
მოგეხსენებათ,რომ მტერი არასდროს გვყავდა სანატრელი,ისინი „გვსტუმრობდნენ“ დაუკითხავად და ხშირად საუკუნეების მანძილზეც კი რჩებოდნენ,რამაც ასე თუ ისე გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზე. მაგალითან,დღეს ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალების ტრადიცია მომდინარეობს მონღოლებიდან და საერთოდაც, სხვადასხვა დამყრობი განვითარების სხვადასხვა გეზს აძლევდა ქართულ კულტურას და ამიტომაა რომ ქართველი ხალხი დღეს ძირითადად კონსერვატიული ხასიათისაა,ეშინია პროგრესის და ყოველთვის პესიმისტურად უყურებს სიახლეს.ქართველი ხალხის უარყოფითი თვისებაა არაპუნქტუალობა.მაგალითად,თუ ჩვენ სადმე მისვლას 10-15 წუთით გადავაცილეთ,დაგვიანებათ არ ვთვლით,როცა გერმანელების ან ამერიკელებისათვის 1 წუთიც კი საკმარისია რომ არაპუნქტუალობაში დაგდონ ბრალი. მაგრამ ეს ტენდენციები ნელ-ნელა იძირკვება და ვხედავ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩემი თანატოლი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი,იზრუნონ პიროვნულ წარმატებებზე და ცდილობენ დრო რაციონალურად გამოიყენონ.
კულტურასა და ტრადიციებზე საუბრისას მახსენდება ქართული კულტურის დღეები ლიტვაში,რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ანშლაგით მიმდინარეობდა.დარწმუნებული ვარ,ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი შედეგი იქნებოდა,რადგან ქართული კულტურა საკმაოდ საინტერესო,მრავალფეროვანი და მიმზიდველია. და არ ვიცი ჩვენი ეკონომიკა ყვავის თუ არა,მაგრამ კულტურულ ცხოვრებას რომ გამოღვიძება ეტყობა და აყვავებასაც იწყებს ეს საკმაოდ თვალშისაცემია.
მიმზიდველია აგრეთვე ახალი ზელანდიური კულტურა,რომელიც ბოლო დღეებია საქართველოში ყველაზე პოპულარული „საღადაო“ თემაა,მაგრამ 2004 წელს საქართველოშიც მოხდა კურიოზული ფაქტი-მოგეხსენებათ,რომ საქართველოს სიმბოლოა წმინდა გიორგი,რომელიც მახვილით გმირავს გველეშაპს და ეს ცხოველი კი სიწმინდეა ჩინურ კულტურაში.როდესაც ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა და მისაღებ ოთახში წმინდა გიორგის ეს ხატი დაინახეს გაოცდნენ და გაუკვირდათ-რას ერჩით ამ წმინდა ცხოველსო. ამიტომ,ასეთი კურიოზების თავიდან აცილების მიზნით,საჭიროა ასე თუ ისე ვიცნობდეთ ჯერ ჩვენს,შემდეგ კი სხვა ქვეყნების კულტურებს.
ბოლოს,ისევ მინდა ვთქვა,რომ საქართველო უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანაა,აქვს უამრავი ღირსშესანიშნაობა,უგემრიელესი სამზარეულო,უძველესი არქიტექტურა და ცხოვრობს საოცარი ხალხი ეს ყველაფერი ერთად კი მას ადგილს უმკვიდრებს მსოფლიოს ქვეყნებს შორის და მიმზიდველია ტურისტებისათვის.ჩემთვის კი,ამ მხრივ ყველაზე ეგზოტიკური ქვეყნები-ჩინეთი,იაპონია და ეგვიპტეა.