დასასვენებელი
კომპლექსი და სასტუმრო "ლოპოტა" - ეს ადგილი მათთვისაა ვისაც სურს
საუკეთესოდ და კომფორტულად დაისვენოს. ცნება "საუკეთესო" ამ შემთხვევაში არ
გულისხმობს მხოლოდ ფასსა და ხარისხს. აქ ყველაფერია ნამდვილი დასვენებისთვის!
გართობა:
- თევზაობა
- ველოსიპედები
- წყლის ველოსიპედები
- ტენისი
ახალი სასტუმრო ძველ ნაპირზე
ახალი სასტურმო ძველ ნაპირზე აშენდა 2011 წელს და იგი
შედგება სულ 8 ნომრისაგან. სასტუმროდან იშლება ლამაზი ხედი ტბაზე და
კოშკზე.
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ორ პერსონაზე: 295 GEL
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ერთ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ორ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ერთ პერსონაზე: 245 GEL
ახალი სასტუმრო
ახალი სასტურმო აშენდა 2012 წელს და იგი შედგება სულ 17
ნომრისაგან. სასტუმროდან იშლება ლამაზი ხედი ტბაზე და ძველ ნაპირზე,
აგრეთვე სასტუმრო ძალიან ახლოს არის საცურაო აუზებთან.
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ორ პერსონაზე 295 GEL
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ერთ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ორ პერსონაზე: 255 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ერთ პერსონაზე: 245 GEL
ძველი სასტუმრო
ძველი სასტუმრო აშენდა 2008 წელს და იგი შედგება სულ 7 ნომრისაგან. სასტუმროდან იშლება ლამაზი ხედი ტბაზე და კოშკზე.
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ორ პერსონაზე: 245 GEL
ნომრის ღირებულება სამჯეადი კვებით ერთ პერსონაზე: 210 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ორ პერსონაზე: 210 GEL
ნომრის ღირებულება საუზმის პაკეტით ერთ პერსონაზე: 200 GEL
ტურიზმი — მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი
დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ
გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები
ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“
საქართველოს კურორტებმა და ტურისტულმა ბაზებმა დიდი ხანია ფართო აღიარება
მოიპოვეს. ჩვენი ზღაპრული ბუნება, სახელგანთქმული კავკასიონის მთებისა და
შავიზღვისპირეთის განუმეორებელი პანორამა, ამასთანავე მრავალნაირი
სამკურნალო ფაქტორები არის მიზეზი საქართველოს ზღვისპირა და მთის
კურორტებზე მკურნალობისა და დასვენების მსურველთა სწრაფი ზრდა.
საქართველოს სუბტროპიკული ზონის საზღვარზე განლაგება ჩრდილოეთიდან
კავკასიის ქედებით, ხოლო სამხრეთიდან სამხრეთ მთიანეთის გარემოცვა, შავი
ზღვა, რელიეფი და სხვადასხვაგვარი მცენარეული სიმდიდრე გახდა მიზეზი იმისა,
რომ საქართველოში გვხვდება ყველა ტიპის ჰავა, რაც საფუძვლად დაედო
ზღვისპირეთისა და მთის კლიმატური კურორტების ჩამოყალიბებასა და
განვითარებას.
საქართველოში წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი ისვენებდა,
რასაც 500-ზე მეტი საკურორტო-ტურისტული დაწესებულება ემსაურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს სანატორიუმებში, პანსიონატებში, დასასვენებელ
სახლებში, ტურისტულ ბანაკებსა და სხვა რეკრეაციული (დასვენება)
მნიშვნელობის დაწესებულებებში ერთდროულად 120 ათასზე მეტ კაცს შეეძლო
დაესვენა. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრია ხელახლა ვითარდება, ასე რომ, ტურიზმი
(განსაკუთრებით ეგზოტიკური და სამთო ტურიზმი) კვლავ გადაიქცა საქართველოს
ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.
ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო მნიშვნელობის კურორტები არის როგორც ბარში,
ისე მთაში. საქართველოში ცნობილია 100-ზე მეტი კურორტი, რომელთაგან
ზოგიერთი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, როგორიცაა: ბაკურიანი, ბორჯომი,
ქობულეთი, ბიჭვინთა, ახალი ათონი, მწვანე კონცხი, მახინჯაური და ა.შ.
აღსანიშნავია ჩვენი კურორტების მაღალი ესთეტიკური გარემო და კომფორტული
კლიმატი.
საქართველოში განსაკუთრებით ბევრია ბალნეოლოგიური კურორტი, მაგალითად
წყალტუბო, აბასთუმანი, ნაბღლავი, უწერა, მენჯი, სქური, საირმე და ა.შ. ეს
გასაგებიცაა, რადგან ჩვენში მოედინება ყველა ტიპის წყალი. მათი რიცხვი ორი
ათასს აღემატება.
ლალი ჩხაიძე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
მსოფლიო
ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების
დეპარტამენტის ინიციატივით, ტურიზმის სტატისტიკის მუდმივმოქმედი
უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები არიან: ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტი, ეროვნული ბანკი,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შსს საზღვრის დაცვის პოლიცია
და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. კომისიის ძირითადი ამოცანა არის
ტურიზმის სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესება და ტურიზმის სატელიტური
ანგარიშების დანერგვა. ამ მიზნის განსახორციელებლად კომისია თავისი
წევრებისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დასახავს ტურიზმის სატელიტური
ანგარიშების დანერგვისთვის აუცილებელ კვლევებს. ტურიზმის სატელიტური
ანგარიშები შეიცავენ განსაზღვრებებს, კლასიფიკაციებს, ანგარიშებსა და
ცხრილებს ტურიზმის ძირითადი დარგების წარმოების, ტურისტული დანახარჯების,
ინვესტიციების, შემოსავლებისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების საერთო,
კომპლექსური ანალიზისთვის.
ტურიზმის სატელიტური ანგარიშების
დასანერგად აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება ისეთი
კვლევებიდან, როგორიც არის საერთაშორისო მოგზაურების კვლევა
სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებში.
ტურიზმისა და კურორტების
დეპარტამენტის დაკვეთით, 2009 წლის პირველ კვარტალში კომპანია
„აი–პი–არ“–მა ზამთრის ტურიზმის კვლევა ჩაატარა. კვლევა 2010 წლის 22
თებერვლამდე მიმდინარეობდა. კვლევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და
სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთო–სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში
იმ უცხოელ ტურისტებთან ჩატარდა, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ.
კვლევაში 820–მა უცხოელმა ტურისტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგად
გამოვლინდა, რომ ტურისტთა 20%–ს თურქი, 16%–ს უკრაინელი, 12–12%–ს სომეხი
და აზერბაიჯანელი, 8%–ს გერმანელი, ასევე ჩინელი, 4%–ს ლიტველი, ასევე
ყაზახი და უნგრელი ტურისტები შეადგენენ.
მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, სჭარბობენ გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები.
ტურისტების
საქართველოში მოგზაურობის მიზანი არის : საქმიანი და პროფესიული
შეხვედრები (30%), მეგობრებისა და ნათესავების მონახულება(25%), დასვენება
და რეკრეაცია (23%).
ბიზნესვიზიტორთა უმეტესობა თურქი, აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები არიან.
ტურისტთა
უმრავლესობა მამაკაცია, მათი საშუალო ასაკი 35–40 წელია. ტურისტთა 47%
ნათესავის ან მეგობრის სახლში რჩება, 45% – სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის
დაწესებულებებში. ტურისტების საქართველოში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა
10 ღამეს შეადგენს. მათი 66,8% ქვეყანაში მეგობრის რჩევით ჩამოდის, 7%
ტურის ორგანიზებისთვის ინტერნეტს, ხოლო 1,5% – მედიასაშუალებებს იყენებს.
ავიარეისებით 23,8% სარგებლობს. ტურისტები საქართველოში, ძირითადად,
თურქეთისა და საქართველოს ავიახაზებით ჩამოდიან. უცხოელი მოგზაური
საქართველოში საშუალოდ 1500 აშშ დოლარს ხარჯავს, ყოველდღე საშუალოდ 337 აშშ
დოლარს. საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების მგზავრობის ხარჯი 2 347
აშშ დოლარს შეადგენს, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით ჩამოსულების კი
1 038 შშ დოლარს. ზამთრის სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი
ადგილებია: ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. თბილისს მათი
აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. საქართველოს უნიკალურ უპირატესობად
ტურისტთა 30%–ს ადამიანური ურთიერთობები, ხალხი და კულტურა მიაჩნია,
23,2%–ს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები, ხოლო
14%–ს – ქართული სამზარეულო.
კითხვაზე, რა პრობლემები შეექმნათ
ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას, მათმა 76,8%–მა უპასუხა, რომ
პრობლემები არ შექმნიათ. 7,5% პრობლემად გადატვირთულ მოძრაობას მიიჩნევს,
4% – კომუნიკაციას, ხოლო 1,3% – მომსახურების დაბალ დონეს.
„გუდაურსა
და ბაკურიანში კერძო სექტორთან შეხვედრასა და ამ კვლევის შედეგების
გაცნობას ვგეგმავთ. კომუნიკაციის პრობლემა, ძირითადად, ამ კურორტებზე
იქმნება. ვაპირებთ მათთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების
შეთავაზებას. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბათუმი თანდათან არა მხოლოდ
ზაფხულის, არამედ ზამთრის კურორტიც ხდება. თურქი ვიზიტორების დიდი ნაწილი
ბათუმში საქმიანი შეხვედრების გამო ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ თბილისს
ტურისტთა 47,5% სტუმრობს, მეორე ადგილზე არის ქუთაისი (17,2%). წინა
წლებთან შედარებით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ბაკურიანსა და გუდაურში.
გაეროს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყანაში ტურიზმის
სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმისა და კურორტების
დეპარტამენტი 2010 წლის განმავლობაში, წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩაატარებს
საქართველოში ამ სექტორში არსებული ტენდენციებისა და ქვეყანაში მოგზაური
უცხოელი ტურისტების აზრის კვლევას. ასეთი ტიპის კვლევის ჩატარებას იმიტომაც
აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ინვესტორები სტატისტიკით ინტერესდებიან“, –
განაცხადა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,
ბექა ჯაყელმა.
''აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი'' - ახალი კონკურსი კახეთის რაიონის მცხოვრებლებისათვის
თარიღი:
23 აგვისტო 2012
ShareThis
სტრატეგიული განვითარების სააგენტოს
ხელმძღვანელი ივა დავითაია „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი
საზოგადოების" ცენტრების თანამშრომლებს შეხვდა. ი. დავითაიამ კახეთის
რეგიონის 8 რაიონის 73 სოფლის კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლებს ახალი
კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სტრატეგიული განვითარების
სააგენტო „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან" ერთად
აცხადებს.
კონკურსი - „აღმოაჩინე შენი სოფლის
ტურისტული პოტენციალი და დაეხმარე შენს სოფელს მეტი შემოსავლის მიღებაში"
მიზნად ისახავს ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნას, სოფლის გარემოს
შესწავლასა და მათი ტურისტული პოტენციალის გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში
კახეთის რეგიონში ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები დაზუსტდება,
განისაზღვრება ის წერტილები - ისტორიული ძეგლები, ბაზრობა, სუვენირების
მაღაზიები, კვების ობიექტები, ხედები, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველია
დამთვალიერებლებისათვის, შეირჩევა ასევე ტურისტულ ბიზნესში ჩართვის
მსურველი ოჯახები.
მარშრუტი შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ,
ასევე რამდენიმე ტურისტულ ქალაქს ან სოფელს. პროექტში მონაწილე ჯგუფებს
შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი წინადადებები, აღწერონ მათ
მიერ შერჩეული ტურისტული მარშრუტი, დაგეგმონ ექსკურსია, მანძილისა და მისი
დათვალიერებისათვის საჭირო დროის გათვალიწინებით, დაიანგარიშონ ერთი
ტურისტისათვის ექსკურსიის ღირებულება, განსაზღვრონ, დამატებით, რითი
შეიძლება დაინტერსდნენ დამთვალიერებლები, ხომ არ არსებობს რაიმე ლეგენდა ამ
გადმოცემა ამ ადგილის შესახებ, რა ადგილები იქნება გამოყოფილი
პიკნიკასთვის, რათა სტუმარმა დააგემოვნოს ქარული ღვინო და კერძები,
მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ ქართულ ეთნოგრაფიულ-სამეურნეო საქმიანობაში,
საკუთარი ხელით ამოავლოს ჩურჩხელა, გაეცნოს ქვევრთან და ღვინოსთან
დაკავშირებული სხვა ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიას, დაესწროს
ადგილობრივ სახალხო დღესასწაულებს.
საკონკურსო წინადადებები მსურველებმა 10
სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტის გაგაზვნა შესაძლებელია ქ.
თელავის, სიღნაღისა და ყვარლის ტურიზმის ინფო-ცენტრებში ან „კომპიუტერის
ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ოფისების თანამშრომლებთან.
გამარჯვებულები სამ ნომინაციაში შეირჩევა:
საუკეთესოდ დაგეგმილი მარშრუტი
ორიგინალური მიდგომა ან იდეა
მარშრუტის საინტერესო შინაარსი და ფოტომასალა
საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს.
კონკურსი „აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი და დაეხმარე შენს
სოფელს მეტი შემოსავლის მიღებაში" კახეთის სოფლებში მცხოვრებ
მოსახლეობაზეა ორიენტირებული და მათ საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ
საკუთარი სოფლის უპირატესობა და რესურსი ტურიზმის სფეროში. ტურიზმის
განვითარება კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დასაქმებისა და ტურისტულ
ბიზნესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
Wednesday, January 16, 2013
ქართული კულტურის ტრადიციული ღირებულებები
„ორი ან მეტ კულტურასთან ზედაპირული შეხებაც კი გვარწმუნებს, რომ მათ შორის განსხვავებები ურიცხვია. ჩვენ და ისინი გზის სხვადასხვა მხარეზე ვმგზავრობთ, ისინი სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ჩვენი აზრები განსხვავდებიან იმის შესახებ თუ რომელი ქცევაა გიჟური და რომელი ნორმალური, ჩვენ განსხვავებულად გვესმის სიკეთის ცნება. მნიშვნელოვნად ძნელია ყველა კულტურებისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნების – კულტურული უნივერსალიების – განსაზღვრა.“-როდესაც ეს აბზაცი წავიკითხე,მივხვდი,რომ ჩემი თემა სწორედ ამ სიტყვებით უნდა დამეწყო. მართლაც,რამდენად განსხვავებულია ყველა ქვეყანა თავისი კულტურული ღირებულებებით.გვერდიგვერდ თანაარსებობენ ჩემთვის კულტურის ეტალონად აღიარებული ჩინური და არც თუ ისე დიდი კულტურული ღირებლებების მატარებელი რუსული(ძირითადად, არქიტექტურული კუთხით) კულტურა.მაგრამ რაღა შორს წავიდეთ,თვით ქართულ კულტურაშიც კუთხეების მიხედვით განსხვავებები საკმაოდ დიდი და თვალშისაცემია. მე,დედით მეგრელსა და მამით იმერელს,უამრავი განსხვავება მიპოვია მეგრელებსა და იმერლებს შორის.ორივე კუთხის წარმომადგენლები ქართველები არიან,მაგრამ განხვავებული მენტალობა,განსხვავებული ღირებულებები და განხვავებული მისწრაფებები აქვთ. ჩემი გადმოსახედიდან,მეგრელების მისწრაფება თანამდებობის დაკავებაა და ახერხებენ კიდეც,დღეს თუ საქართველოს მთავრობას გადავხედავთ,ბევრ მეგრულ გვარს წავაწყდებით.იმერლები კი შედარებით ფუქსავატი ცხოვრების მოყვარული ხალხია,ასევე ჩემი დაკვირვებით,მათი დევიზია „არ შემაწუხო-არ შეგაწუხებ“ ან „შენ შენთვის-მე ჩემთვის“ ,მაგრამ ჩემი თაობის წარმომადგენლებში უკვე შესამჩნევია სურვილი გახდნენ წარმატებული ადამიანები. იმერლები მაინცდამაინც არ სწყალობენ მეგრელებს და ამის მიზეზი არის იმერლების ცბიერი ხასიათი.მას შეუძლია სიცილში ბევრი რამ დაგტყუოს და ძირიც გამოგითხაროს,როდესაც მეგრელი რაც არ მოსწონს პირდაპირ გეტყვის და ხშირად ასეთი საქციელით იმერელს საქმესაც უფუჭებს ხოლმე.მოკლედ,იმერელს არ მოსწონს მეგრელის პირდაპირობა და ბრალს სდებს სიფიცხეში და ხშირად მატყუარას სტატუსსაც მიაწერს ხოლმე,მაგრამ მეგრული ხასიათი კარგად ჩანს მეგრულ სიმღერებში,რომელც ძალიან თბილი,თკბილი,ჟღერადი და მელოდიურია,რაზეც იმერელი ყოველთვის ამბობს-მეგრელმა მარტო უნდა იმღეროსო.ანუ დაპირისპირება იქამდე არ მიდის,რომ ერთმანეთის კულტურული ღირებულებები უარყონ. მეგრული გლოვაც კი სიმღერას ჰგავს (იმერელი მასწავლებლები,როცა გოგონას გაშლილი აქვს თმა,ამბობენ „რავა მეგრელის მომკივანი ქალივით გაქ გაშლილი ეგ თმა,ჩქარა ქენი შეიკარი“) რომლის მოსმენაზეც შენდა უნებურად მოგადგება ცრემლები. თუ ამ ორ კუთხეს სტუმართმოყვარეობის კუთხით განვიხილავთ ძნელი სათქმელია რომელი-რომელს გადასძლევს,მაგრამ მახსოვს „დროების“ მიერ მომზადებული სიუჟიეტი,რომელშიც ცდილობდნენ გაერკვიათ საქართველოს კუთხეებიდან რომლი იყო ყველზე სტუმართმოყვარე და აქ იმერეთმა პირველი ადგილი არავის დაუთმო. იმერეთში ხომ თავის გასაჭირს არავინ განახებს,აქ რარიბიც კი მდიდრად მოგაჩვენებს თავს და თუ მიპატიჟებაზე უარი უთხარი „სულ ამოგხდიან“ და მაინც დაგითანხმებენ მჭადით,ყველით,მწვანილით,ლობიოსა და ღვინით(თუ არ აქვთ,მეზობელთან გადაირბენენ და ესესხებიან-ჩასესხების გარანტიით) დამშვენებულ სუფრაზე.თუ ოჯახი შეძლებულია არც ქათმის დაკლვასა და ხაჭაპურს არ დაგამადლიან. ძალიან გამიგრძელდა იმერეთისა და სამეგრელოს შედარებითი დახასიათება,ამიტომ ისევ სათაურს დავუბრუნდები და ზოგადად, ქართულ კულტურაზე მოგახსენებთ.
მე არ ვუყურებ ჩემს კულტურას აღმატებული პოზიციიდან,მაგრამ მიმაჩნია,რომ სხვა თუ არაფრით,უდიდესი კულტურული ღირებულებებით მაინც გვიკავია მოწინავე ადგილი მსოფლიოში. მისალმების ფორმა- მემგონი,ერთადერთი ერი ვართ,რომლებიც შეხვედრისას ერთმანეთს გამარჯვებას ვისურვებს.ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე,რომ არ ვართ ბოღმა და შურიანი ერი და გვსურს ჩვენ ირგვლივ ყველა გამარჯვებული და გახარებული იყოს. სტუმართმოყვარეობა-მუდმივად ასე იყო და დღესაც ასეა რომ ქართველების სტუმართმოყვარეობას ყველა აღტაცებაში მოქყავდა.“დღეს სტუმარია ეგ ჩემი,თუნც ზღვა ემართოს სისხლისა“-ეს სიტყვები არის ერთ-ერთ პოემაში,რომელიც ნათლად ადასტურებს,რომ „სტუმარი ღვთისაა“ და მასზე პატივისცემა გვმართებს.ქართულში გვაქვს ძველთანაგვე დამკიდრებული სიტყვა “სა-უცხოო”, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებულს , ანუ ყველაფერი კარგი სტუმრითვის გვინდოდა და ეს ტენდენცია უნდა ამოიძირკვოს. ჯერ თავი ად თავოო .. რელიგია-ქართველთათვის რელიგიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.მუდამ უწევდა მისი დაცვა,რაც ამტკიცებდა რწმენისადმი დამოკიდებულებას.ერთ-ერთი მიზეზი რომ ჩვენ დღეს აქამდე მოვაღწიეთ,ჩვენი რელიგიის დამსახურებაა. ადამიანური მოტივები-დიდად ვერ ვერკვევი მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში,მაგრამ ქართული ზღაპრები რომ თბილი,კეთილი და წმინდა ურთიერთობებზეა აგებული,რომელიც ადამიანს ადამიანობასა და სიკეთეს ასწავლის ცხადზე უცხადესია. ქართული ცეკვები-არ შემიძლია არ გავიხსენო „ქართული გენია როკვით განფენილი“,რომლითაც ქართული ნაციონალური ბალეტი დღესაც ატკბობს საქართველოსა და მსოფლიოს. თუ ადამიანს სურს შეიცნოს ქართველები და ქართული ბუნება მას უნდა აჩვენო ქართული ცეკვები,რომლებიც ძალიან მრავალფეროვანია კუთხეების მიხედვით ქართული მუსიკა- ქართული მრავალხმიანობა და ჟღერადი მუსიკა,ფოლკლორი,რომელიც ცრელმს ადენს არა მხოლოდ ქართველებს,ყველას ვინც კი მოისმენს და ცნობილი „ჩაკრულო“,რომლითაც ახლა ალბათ,კოსმოსში ტკბებიან.
ქართულ კულტურის ყველაზე დიდი ღირებულება კი მაინც „ვეფხისტყაოსანია“ , რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ არ კარგავს თავის ფასეულობას.ეს არის ალბათ,უნივერსალური წიგნი,რომელიც ერგება ნებისმიერ საუკუნეს და ყოველი ახალი თაობა მასში თავისთვის მნიშვნელოვანს,ფუნდამენტურს პოულობს და შეუძლია მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს. მოგეხსენებათ,რომ მტერი არასდროს გვყავდა სანატრელი,ისინი „გვსტუმრობდნენ“ დაუკითხავად და ხშირად საუკუნეების მანძილზეც კი რჩებოდნენ,რამაც ასე თუ ისე გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზე. მაგალითან,დღეს ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალების ტრადიცია მომდინარეობს მონღოლებიდან და საერთოდაც, სხვადასხვა დამყრობი განვითარების სხვადასხვა გეზს აძლევდა ქართულ კულტურას და ამიტომაა რომ ქართველი ხალხი დღეს ძირითადად კონსერვატიული ხასიათისაა,ეშინია პროგრესის და ყოველთვის პესიმისტურად უყურებს სიახლეს.ქართველი ხალხის უარყოფითი თვისებაა არაპუნქტუალობა.მაგალითად,თუ ჩვენ სადმე მისვლას 10-15 წუთით გადავაცილეთ,დაგვიანებათ არ ვთვლით,როცა გერმანელების ან ამერიკელებისათვის 1 წუთიც კი საკმარისია რომ არაპუნქტუალობაში დაგდონ ბრალი. მაგრამ ეს ტენდენციები ნელ-ნელა იძირკვება და ვხედავ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩემი თანატოლი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი,იზრუნონ პიროვნულ წარმატებებზე და ცდილობენ დრო რაციონალურად გამოიყენონ. კულტურასა და ტრადიციებზე საუბრისას მახსენდება ქართული კულტურის დღეები ლიტვაში,რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ანშლაგით მიმდინარეობდა.დარწმუნებული ვარ,ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი შედეგი იქნებოდა,რადგან ქართული კულტურა საკმაოდ საინტერესო,მრავალფეროვანი და მიმზიდველია. და არ ვიცი ჩვენი ეკონომიკა ყვავის თუ არა,მაგრამ კულტურულ ცხოვრებას რომ გამოღვიძება ეტყობა და აყვავებასაც იწყებს ეს საკმაოდ თვალშისაცემია. მიმზიდველია აგრეთვე ახალი ზელანდიური კულტურა,რომელიც ბოლო დღეებია საქართველოში ყველაზე პოპულარული „საღადაო“ თემაა,მაგრამ 2004 წელს საქართველოშიც მოხდა კურიოზული ფაქტი-მოგეხსენებათ,რომ საქართველოს სიმბოლოა წმინდა გიორგი,რომელიც მახვილით გმირავს გველეშაპს და ეს ცხოველი კი სიწმინდეა ჩინურ კულტურაში.როდესაც ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა და მისაღებ ოთახში წმინდა გიორგის ეს ხატი დაინახეს გაოცდნენ და გაუკვირდათ-რას ერჩით ამ წმინდა ცხოველსო. ამიტომ,ასეთი კურიოზების თავიდან აცილების მიზნით,საჭიროა ასე თუ ისე ვიცნობდეთ ჯერ ჩვენს,შემდეგ კი სხვა ქვეყნების კულტურებს.
ბოლოს,ისევ მინდა ვთქვა,რომ საქართველო უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანაა,აქვს უამრავი ღირსშესანიშნაობა,უგემრიელესი სამზარეულო,უძველესი არქიტექტურა და ცხოვრობს საოცარი ხალხი ეს ყველაფერი ერთად კი მას ადგილს უმკვიდრებს მსოფლიოს ქვეყნებს შორის და მიმზიდველია ტურისტებისათვის.ჩემთვის კი,ამ მხრივ ყველაზე ეგზოტიკური ქვეყნები-ჩინეთი,იაპონია და ეგვიპტეა.
ართული ღირსშესანიშნაობები
საქართველოსთვის დამახასიათებელია ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება, იგი გამოირჩევა უძველესი ეკლესია-მონასტრებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, ეროვნული პარკების სიუხვით. ეკლესია-მონასტრები:
ანანურის ანსამბლი (XVI-XVII სს) ანანურის ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, დუშეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, 23 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.
ბეთანია (XII-XIII სს)
ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.
ბოლნისის სიონი (478-493 წწ)
ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ-ში, სოფელ ბოლნისში.
სვეტიცხოველი (XI ს)
სვეტიცხოვლის კომლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთის ცენტრში.
გელათის სამონასტრო კომპლექსი (XII ს)
გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.
გერგეტის სამება (XIV-ის 30-იანი წწ.)
გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე.
გუდარეხის მონასტერი (XII-XVII სს)
გუდარეხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, ტყეში.
მცხეთის ჯვარი (VIs-ის II ნახ.)
ჯვრის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთიდან 1.5 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე.
მანგლისი (IV ს)
მანგლისი მდებარეობს საქართველოში, დაბა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე.
სამთავისი (X-XI სს) სამთავისის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, კასპის რაიონში, კასპიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ სამთავისის ცენტრში.
ვარძია (X-XII სს) ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
ხუჯაბი (XII-XIII სს) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახლანდელი სოფ. ახქერფის მახლობლად.
ალავერდი (XI ს) ალავერდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე, ახმეტის აღმოსავლეთით 15 კმ-ში.
ზარზმა (XIII_XIV სს) ზარზმის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამცხეში, სოფელ ზარზმაში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში.
იყალთო (VI ს) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
გრემი (XV ს) გრემის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას.
ათენის სიონი (VII _ის I ნახევარი) ათენის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან 12 კმ–ში, სოფელ ატენის ცოტა მოშორებით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, გზის პირას.
ნიკორწმინდა (1010-1014 წწ) ნიკორწმინდის ტაძარი, მდებარეობს საქართველოში, რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან.
სამთავროს კომპლექსი (IV-XVIII სს) სამთავროს ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის ცენტრში;
სარკის (სარყის) მონასტერი (XVII ს) სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე.
კვეტერა (XI ს) კვეტერას კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით 10 კმ-ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე.
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი (VI-XIII სს) კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.
თეთრი გიორგის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამხრეთით 2 კმ-ზე, მაღალ გორაზე.ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII საუკუნეებს, სამრეკლო – XVI საუკუნისაა, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული.
უფლისციხე (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV სს) უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, გორის რაიონში, ქ. გორის აღმოსავლეთით 20 კილომეტრზე, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;
ერთაწმინდის ტაძარი (XIII ს_ს I ნახ.) ერთაწმინდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან 10 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.
ძველი შუამთა ძველი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.ანსამბლში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია.
საფარა (X-XIVსს) კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მესხეთში, ახალციხის რაიონში, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მთაში.
შიომღვიმე (VI ს) შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში.
ყინწვისი (XII-XIII სს) ყინწვისის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ხეობაში.
ბეთანია (XII-XIII სს) ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.
გურჯაანის ყოვლადწმინდა (VIII-IX სს ) დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ.
ბოდბე (VIII-IX სს) ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში.
სამწევრისი (VII-XVI სს) ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელის დასავლეთით 4 კმ–ში, სოფელ სამწერისის მახლობლად.
დმანისის ნაქალაქარი ( მუზეუმ-ნაკრძალი) ( … XVIII ს) დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.
რკონის კომპლექსი (VII -XVIII სს) რკონის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე.
ბაგრატის ტაძარი (X-XI სს) ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.
ფიტარეთი (1213-1222 წწ) ფიტარეთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით 12 კმ-ში, მთებში.
ოშკი (963–973 წწ) ძეგლი მდებარეობს თურქეთში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (Osvank).
ხანძთა (ხანცთა) (X ს_ის I ნახევარი) ხანძთის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის აღმოსავლეთით 40 კმ–ში, ისტორიულ სოფელ პორტაში (Y.Porta).
ხახული (X ს) ხახულის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ისტორიულ იმიერ ტაოში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), მდინარე თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, ისტორიულ სოფელ ხახულში.
ოთხთა (Xს) მდებარეობს სოფელ ოთხთადან 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (თანამედროვე თურქეთის ფარგლებში).
დოლისყანა (IX ს) დოლისყანის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლი ქოის (Hamamli koy) სამხრეთ ნაწილში.
პარხალი (X ს) სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლში), ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში.
იშხანი (VII-XI სს) იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (Ishan).